ვერიკო მწყერაშვილის პროექტის პორტფოლიო
პროექტის სანახავად იხილეთ ბმული.
Saturday, July 12, 2014
ტრენინგის მე-9 დღე
გავიარეთ ინტელის ძირითადი კურსი. საინტერესო იყო ჩემთვის
ყოველი დღე,სიახლებით დატვირთული და შრომატევადი.
სწავლის პროცესზე ყველაზე მეტად მოდული დაგვეხმარება
პროექტებით სწავლებაში. მოსწავლეებს
აუმაღლდებათ მოტივაცია,
შეძლბენ მასალების მოძიებას, დახარისხებას, შეფასებას. პრეზენტაციების მომზადებას,
განუმტკიცდებათ შემოქმედებითი უნარი,აუმაღლდებათ ინტელექტი. გაუზიარებენ ერთმანეთს
მოსაზრებებს, განუვითარდებათ
ემპათიის უნარი.
მადლობა განათლების სამინისტროს და ინტელის
კორპორაციას ასეთი საინტერესო ტრენინგების დაგეგმვისთვის და ჩვენს ტრენერს ქალბატონ
დიანა მიქაძეს.
ტრენინგის მე-8 დღე
დღეს ვნახეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი და ადაპტირებული შეფასებები,
მივეცით უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებს. შევაჯამეთ, ვისაუბრეთ ფასილიტაციის
რესურსების შექმნაძე. შევქმენით, როგორც ფასილიტატორებმა დამხმარე რესურსები, რომლითაც
ვაძლევთ მოსწავლეებს რეკომენდაციებს. ვისაუბრეთ წარმატებით პროექტების განხორციელებაზე.
ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვაზე პროექტში "გარდნერი".
Wednesday, July 9, 2014
ტრენინგის მე–7 დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს,გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა, შევისწავლეთ და გავეცანით სსიპ მოსწავლეთა საჭიროებებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლის პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გავეცანით, თუ როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები. როგორ მივაწოდოთ უკუკავშირი.
მოდულის განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომებისა და გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით დამხმარე მასალების მომზადებას. შემდეგ კი ჩვენ თავად მოვამზადეთ მასალები.
Sunday, July 6, 2014
Thursday, July 3, 2014
ტრენინგის მე-5 დღე
მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები. მივეცით ერთმანეთს მითითებები.
გავიარეთ მე-3 მოდული. მივიღეთ რჩევები,როგორ გავაკეთოთ უკუკავშირი.
გავეცანით საავტორო უფლებებს.
გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის. როგორ მოვიძიოთ ინტერნეტ რესურსები. სპეციალიზებული გვერდები.
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება "ვორდის ფაილში".
დღე საკმაოდ დატვირთული იყო.
მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები. მივეცით ერთმანეთს მითითებები.
გავიარეთ მე-3 მოდული. მივიღეთ რჩევები,როგორ გავაკეთოთ უკუკავშირი.
გავეცანით საავტორო უფლებებს.
გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის. როგორ მოვიძიოთ ინტერნეტ რესურსები. სპეციალიზებული გვერდები.
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება "ვორდის ფაილში".
დღე საკმაოდ დატვირთული იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)