ვერიკო მწყერაშვილის პროექტის პორტფოლიო
პროექტის სანახავად იხილეთ ბმული.
Saturday, July 12, 2014
ტრენინგის მე-9 დღე
გავიარეთ ინტელის ძირითადი კურსი. საინტერესო იყო ჩემთვის
ყოველი დღე,სიახლებით დატვირთული და შრომატევადი.
სწავლის პროცესზე ყველაზე მეტად მოდული დაგვეხმარება
პროექტებით სწავლებაში. მოსწავლეებს
აუმაღლდებათ მოტივაცია,
შეძლბენ მასალების მოძიებას, დახარისხებას, შეფასებას. პრეზენტაციების მომზადებას,
განუმტკიცდებათ შემოქმედებითი უნარი,აუმაღლდებათ ინტელექტი. გაუზიარებენ ერთმანეთს
მოსაზრებებს, განუვითარდებათ
ემპათიის უნარი.
მადლობა განათლების სამინისტროს და ინტელის
კორპორაციას ასეთი საინტერესო ტრენინგების დაგეგმვისთვის და ჩვენს ტრენერს ქალბატონ
დიანა მიქაძეს.
ტრენინგის მე-8 დღე
დღეს ვნახეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი და ადაპტირებული შეფასებები,
მივეცით უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებს. შევაჯამეთ, ვისაუბრეთ ფასილიტაციის
რესურსების შექმნაძე. შევქმენით, როგორც ფასილიტატორებმა დამხმარე რესურსები, რომლითაც
ვაძლევთ მოსწავლეებს რეკომენდაციებს. ვისაუბრეთ წარმატებით პროექტების განხორციელებაზე.
ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვაზე პროექტში "გარდნერი".
Wednesday, July 9, 2014
ტრენინგის მე–7 დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს,გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა, შევისწავლეთ და გავეცანით სსიპ მოსწავლეთა საჭიროებებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლის პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გავეცანით, თუ როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები. როგორ მივაწოდოთ უკუკავშირი.
მოდულის განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომებისა და გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით დამხმარე მასალების მომზადებას. შემდეგ კი ჩვენ თავად მოვამზადეთ მასალები.
Sunday, July 6, 2014
Thursday, July 3, 2014
ტრენინგის მე-5 დღე
მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები. მივეცით ერთმანეთს მითითებები.
გავიარეთ მე-3 მოდული. მივიღეთ რჩევები,როგორ გავაკეთოთ უკუკავშირი.
გავეცანით საავტორო უფლებებს.
გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის. როგორ მოვიძიოთ ინტერნეტ რესურსები. სპეციალიზებული გვერდები.
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება "ვორდის ფაილში".
დღე საკმაოდ დატვირთული იყო.

Tuesday, June 24, 2014
ტრენინგის მე-4 დღე
გავიხსენეთ წინა დღეს განხილული აქტივობები. მოდულში შევავსეთ პროექტის იდეები. შევარჩიეთ სტანდარტები და ინდიკატორები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრი. მივეცით რჩევები ერთმანეთს.
საინტერესო იყო მუშაობა.

ტრენინგის მესამე დღე
ვიმუშავე ჩემს ბუკლეტში. გავიარე და გავიაზრე მეორე მოდული. გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის ახალ ვერსიას. ჩემთვის სიახლე იყო, რომ ბლუმის ტაქსონომიაში;უკვე შეცვლილი არის შეფასების და სინთეზის ადგილები. გავეცანი პროექტის თანმიმდევრობას. კითხვების შერჩევას: ზოგადი, კონკრეტული და შინაარსობრივი კითხვებით.
ტრენინგის პირველი-მეორე დღე.
წიგნი ზნეობის სულის საზრდოა, პიროვნების, ერის გადარჩენის გზაა, ძვირფასი ჭურჭელია, გვავსებს და თავად არ იცლება. წიგნი საუნჯეა, რომელსაც ძალუძს ადამიანის განკურნება,მაგრამ თანამედროვე ეპოქაში კომპიუტერის გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია,მას აქვს თავის დადებითი მხარე:
-კომპიუტერული სასწავლო თამაშები, პროექტები ზრდის მოზარდის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, უჩნდება მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი, ინტერესი.
ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან მე ეს კარგად მაქვს გააზრებული, ამიტომ მაღალი განწყობით მოვედი ტრენინგზე. განწყობა კიდევ მეტად ამიმაღლდა პირველ რიგში ტრენერის -ქალბატონ დიანას ჩვენდამი დამოკიდებულებამ.
ძალიან მომეწონა პროექტებით სწავლება. შევქმენით საქაღალდეები, საკუთარი ბლოგები დავგეგმეთ პროექტები. ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.
სწორედ, ჩვენი შემდეგი მუშაობის შედეგით კიდევ მეტად შევუწყობთ მოსწავეებს ხელს დაეუფლონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გაიღრმავონ ცოდნა და გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

Subscribe to:
Posts (Atom)