Tuesday, June 24, 2014

ტრენინგის პირველი-მეორე დღე.

    წიგნი ზნეობის სულის საზრდოა, პიროვნების, ერის გადარჩენის გზაა, ძვირფასი ჭურჭელია, გვავსებს და თავად არ იცლება. წიგნი საუნჯეა, რომელსაც ძალუძს ადამიანის განკურნება,მაგრამ თანამედროვე ეპოქაში კომპიუტერის გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია,მას აქვს თავის დადებითი მხარე:
-კომპიუტერული სასწავლო თამაშები, პროექტები ზრდის მოზარდის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, უჩნდება მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი, ინტერესი.
     ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან მე ეს კარგად მაქვს გააზრებული, ამიტომ მაღალი განწყობით მოვედი ტრენინგზე. განწყობა კიდევ მეტად ამიმაღლდა პირველ რიგში ტრენერის -ქალბატონ დიანას ჩვენდამი დამოკიდებულებამ.
     ძალიან  მომეწონა პროექტებით სწავლება. შევქმენით საქაღალდეები, საკუთარი ბლოგები  დავგეგმეთ პროექტები. ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.
     სწორედ, ჩვენი შემდეგი მუშაობის შედეგით კიდევ მეტად შევუწყობთ მოსწავეებს ხელს დაეუფლონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გაიღრმავონ  ცოდნა და გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

1 comment:

  1. ძალიან მომეწონა თქვენი ნამუშევარი გისურვებ წარმატებებს

    ReplyDelete