Tuesday, June 24, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

    გავიხსენეთ წინა დღეს განხილული აქტივობები. მოდულში  შევავსეთ პროექტის იდეები. შევარჩიეთ სტანდარტები და ინდიკატორები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრი. მივეცით რჩევები ერთმანეთს.
              საინტერესო იყო მუშაობა.
ტრენინგის მესამე დღე ვიმუშავე ჩემს ბუკლეტში. გავიარე და გავიაზრე მეორე მოდული. გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის ახალ ვერსიას. ჩემთვის სიახლე იყო, რომ ბლუმის ტაქსონომიაში;უკვე შეცვლილი არის შეფასების და სინთეზის ადგილები. გავეცანი პროექტის თანმიმდევრობას. კითხვების შერჩევას: ზოგადი, კონკრეტული და შინაარსობრივი კითხვებით.



ტრენინგის პირველი-მეორე დღე.

    წიგნი ზნეობის სულის საზრდოა, პიროვნების, ერის გადარჩენის გზაა, ძვირფასი ჭურჭელია, გვავსებს და თავად არ იცლება. წიგნი საუნჯეა, რომელსაც ძალუძს ადამიანის განკურნება,მაგრამ თანამედროვე ეპოქაში კომპიუტერის გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია,მას აქვს თავის დადებითი მხარე:
-კომპიუტერული სასწავლო თამაშები, პროექტები ზრდის მოზარდის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, უჩნდება მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი, ინტერესი.
     ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან მე ეს კარგად მაქვს გააზრებული, ამიტომ მაღალი განწყობით მოვედი ტრენინგზე. განწყობა კიდევ მეტად ამიმაღლდა პირველ რიგში ტრენერის -ქალბატონ დიანას ჩვენდამი დამოკიდებულებამ.
     ძალიან  მომეწონა პროექტებით სწავლება. შევქმენით საქაღალდეები, საკუთარი ბლოგები  დავგეგმეთ პროექტები. ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.
     სწორედ, ჩვენი შემდეგი მუშაობის შედეგით კიდევ მეტად შევუწყობთ მოსწავეებს ხელს დაეუფლონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გაიღრმავონ  ცოდნა და გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.